ჩვენი გუნდიჩვენი გუნდი
არჩილ ყანჩაველი - ფონდი პროდემოსის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
გიორგი ქვრივიშვილი - აღმასრულებელი დირექტორი
2011 წლიდან დღემდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის LHL საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. პარალელურად არის რამდენიმე უცხოური საწარმოს ფილიალის დირექტორი, 2012-2016 წლებში ფონდ სოციალური პარტნიორობის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მასშტაბური პროექტები დაიწყო ფონდში, რომელიც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის სახელით გახდა ცნობილი. ამ პერიოდში საქართველოში დონორების მხრიდან მოზიდული თანხა შეადგენდა 3 მლნ ლარზე მეტს. 2008-2009 წლებში იყო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ემ-სი-ჯი“-ს საინვესტიციო/დეველოპერული მიმართულების ხელმძღვანელი. ასევე ევროპელ სტუდენტთა მოძრაობის AEGEE-Tbilisi-ს პრეზიდენტი. დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. ამასთანავე, არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი FLEX-ის პროგრამის ფინალისტი.
ლუკა კურდღელია - პროგრამების დირექტორი
2010-2011 წლებში მონაწილეობა მიიღო FLEX-ის პროგრამაში. 2015-2016 წლებში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობდა პარიზის ნოვანსიის ბიზნეს სკოლაში, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და კონსალტინგის მიმართულებით, ხოლო 2016-2017 წლებში დიდ ბრიტანეთში, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტში გლობალური ბიზნესის მიმართულებით. ლუკა აქტიურად იყო ჩართული განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის პროექტებში 2012-2015 წლებში. 2017 წლიდან კი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ექსპორტიორი კომპანიის "კავკასიური მეტალის ტერმინალის" კოორდინატორია ფინანსურ და კომერციულ საკითხებში.
ლიკა ბიჩნიგაური - ფონდი პროდემოსის გამგეობის წევრი
ლიკას კერძო სექტორში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძო სექტორში მუშაობის განმავლობაში ლიკამ 10-წლიანი გამოცდილება დააგროვა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში. მან მუშაობა დაიწყო შპს „ნიკორაში“ ადამიანური რესურსების სპეციალისტის პოზიციაზე 2007-2010 წწ. მოგვიანებით, 2012–2013 წწ. მუშაობა განაგრძო შპს “Retail Group Georgia”-ში HR ადმინისტრატორის პოზიციაზე, 2013-2015 წწ . შპს „ტრეიდერში“ ადამიანური რესურსების მენეჯერად, 2015-2016 წწ. HR Generalist Rompetrol Georgia- ში და 2016-2018 წწ. ადამიანური კაპიტალის კოორდინატორად Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia – Carrefour-ში. 2018 წლის დასაწყისში ლიკა აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო სექტორში. იგი შეუერთდა განვითარების და დემოკრატიის ცენტრს. ის არის პროდემოსის გამგეობა წევრი 2018 წლიდან. ლიკა ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს (2004) და ვახენინგენის უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტის, ეკონომიკის და მომხმარებლის ქცევაში (2012). ასევე, არის Nuffic-ის პროგრამის NFP-ის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი სრული დაფინანსებით.
ბექარ ოიკაშვილი - ფონდი პროდემოსის გამგეობის წევრი
ბექარს როგორც კერძო, ისე სამოქალაქო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა სამოქალქო სექტორში 2008 წლიდან იწყება. ის არის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ასევე, 2019 წლიდან მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. 2012 - 2015 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2015 - 2019 წლებში კი კავკასიის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი იყო. 2015 წლიდან დღემდე ბექარი არის მთავარი სპეციალისტი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში. 2019 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის წევრი. მას ასევე აქვს კერძო სექტორში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის იყო UGT – ის მონაცემთა ცენტრის სპეციალისტი და უფროსი სისტემური ადმინისტრატორი. 2016-2017 წლებში იყო სოკარ ენერჯი ჯორჯია-ს უფროსი სისტემური ადმინისტრატორი. 2015 წლიდან ბექარი არის შპს SmartITUP- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 2018 წლიდან კი ტექნოლოგიური სტარტაპ „ტვინის“ დამფუძნებელი, აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი. ამჟამად, ბექარი ემზადება სადოქტოროს დასაცავად ინფორმატიკის დარგში.